რეზონანსი
17.03.2024

საქართველოში NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტამდე, შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. ხელისუფლების წარმომადგენლებს ვიზიტის მიმართ დიდი მოლოდინები აქვთ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, საქართველო NATO-ს პირნათელი პარტნიორია და ყველა ვალდებულება პირნათლად აქვს შესრულებული.

"ჩვენ მივესალმებით გენერალური მდივნის სტუმრობას საქართველოში, მით უმეტეს, მიგვაჩნია, რომ ჩვენ დავიმსახურეთ ყურადღებაც და გარკვეული რეზულტატიც, რადგან საქართველო არის პირნათელი პარტნიორი, საქართველომ შეასრულა ყველა ვალდებულება თავსებადობასთან დაკავშირებით, ყველა სტანდარტების. ისევე როგორც ჩვენ ვართ პირნათელი და, ვფიქრობ, გადაჭარბებულადაც კი, იმ თვალსაზრისით, რომ აბსოლუტურად ყველა იმ მისიაში, რომელსაც NATO განახორციელებდა მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენ მივიღეთ სრულფასოვანი მონაწილეობა," - აღნიშნა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი ლიდერის, დავით მათიკაშვილის შეფასებით, ეს არის კიდევ ერთხელ დასტური NATO-ს მხრიდან, რომ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს ევროპისკენ სწრაფვას მხარს უჭერს. ამასთან, როგორც მათიკაშვილი აღნიშნავს, მისასალმებელი იქნება, თუ "NATO-სთან საქართველოს ურთიერთობა ისეთივე გამჭვირვალე იქნება და, ასევე, კონკრეტული გეგმა დადგენილი, როგორც ეს ევროკავშირთან მიმართებაშია."

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×