რეზონანსი
17.03.2024

ვფიქრობ, ჩვენმა კომენტარებმა და საზოგადოების საყოველთაო აღშფოთებამ სალომე ზურაბიშვილი აიძულა, რომ შეეცვალა და დაეკორექტირებინა საკუთარი „პოსტი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

„მან ჩაამატა ორი ჯადოსნური ასო: „ე.წ.“, რითაც მან მოახერხა, რომ „გაეთეთრებინა“ ის ძალიან ცუდი ლაქა, რომელიც მან უეცრად შექმნა დილით. ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მარიონეტული რეჟიმის რაიმე სახით აღიარება ან მისი დამატებების ან გაგრძელებების ქება თუ ძაგება ოფიციალური პირის მხრიდან, რომელსაც აღიარების სუნი ასდის, აღმაშფოთებელია. ეს არის სამშობლოს წინააღმდეგ დემარში“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ერთ-ერთი მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აზიარებს, სადაც წერია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა. ამაზე პრეზიდენტი წერს: „დამოუკიდებლობის მაგალითი აფხაზი მოსამართლეებისგან”.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×