რეზონანსი
17.03.2024

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ის აუცილებლად ეწვევა უკრაინას.

მაკრონმა განმარტა, რომ მისი ვიზიტი შედგება მაშინ, როდესაც მზად იქნება „კონკრეტული წინადადებები და კონკრეტული გადაწყვეტილებები".

"აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით - აუცილებლად ჩამოვალ, მე მაქვს წესი: ჩემი ვიზიტი მაქსიმალურად სასარგებლო იყოს უკრაინისთვის. მე ჩამოვალ უკრაინაში კონკრეტული წინადადებებით, კონკრეტული გადაწყვეტილებებით", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში.

მაკრონის თქმით, მისი ვიზიტი იქნება "ძლიერი გზავნილი და თანამშრომლობის ახალი მიმართულებები".

შეგახსენებთ, ორშაბათს ელისეის სასახლემ განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინას უახლოეს კვირებში ეწვევა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×