რეზონანსი
17.03.2024

დონალდ ტრამპი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჯო ბაიდენის კრიტიკას განაგრძობს. დეტროიტში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას ექსპრეზიდენტმა თეთრი სახლის ლიდერი პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა. ტრამპმა მომხრეებს გააქტიურებისკენ მოუწოდა.

„გახსოვდეთ, რომ ბაიდენი ჩვენი დემოკრატიისთვის საფრთხეა და ამის უმთავრესი მიზეზი მისი არაკომპეტენტურობაა. ის იუსტიციის სამინისტროსა და გამოძიების ფედერალური ბიუროს გამოყენებით ოპონენტის, ანუ ჩემს პოლიტიკურ დევნას ახორციელებს. თუ ჩვენ ამ არჩევნებში არ გავიმარჯვებთ, არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ოდესმე კიდევ ჩატარდება", - განაცხადა ტრამპმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×