რეზონანსი
17.03.2024

ულტიმატუმი ,,ძებნილების ნაკრძალიდან" - არახამია ისევ „ნაცმოძრაობის" დამნაშავე ლიდერების დაცვითა და შეფარებით არის დაკავებული.

ომში მყოფი უკრაინის ხელისუფლება ისევ პოულობს დროს მეგობარი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისთვის, ქართველი ხალხის შეურაცხყოფისთვის, უსაფუძვლო ბრალდებებისა და ცინიკური განცხადებებისთვის.

არახამია ისევ პატიმარი სააკაშვილის თავისუფლებას ითხოვს და არაფერს ამბობს დამნაშავე ადეიშვილის გადმოცემაზე. ლორთქიფანიძეც სასათბურე პირობებში ჰყავთ.

ის, რაც არახამიასთვის ურთიერთობების ნორმალიზების წინაპირობაა, ქართული მხარისთვის მორიგი პროვოკაციაა, რომელიც არა არახამიასგან, არამედ მისი და სააკაშვილის პატრონებისგან მოდის. გლობალური ომის პარტიას საქართველოში მეორე ფრონტი ამ დრომდე არ გამოუვიდა. შესაბამისად, დაკვეთების შემსრულებელი არახამია ვალდებულია საქართველოს ასარევად და მეორე ფრონტის მოსამზადებლად კონტეინერით გამოგზავნილი სააკაშვილი დროდადრო გაიხსენოს და აგრძნობინოს, რომ მასზე ისევ ფიქრობენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×