რეზონანსი
17.03.2024

ჩვენ გვაქვს მაგალითი, რომ [პრეზიდენტმა] შეიწყალა გვარამია და მელია. ასევე, იყო ზეწოლა გარედან ამ თემასთან დაკავშირებით და ჩვენ არაერთხელ ვამხილეთ, რომ პრეზიდენტი ჩაბმულია ამ ფერხულში და არის დიდი მოლოდინი, რომ სააკაშვილის შეწყალებასაც უზრუნველყოფს, იმიტომ, რომ „არა და არასოდეს" მან უკვე უარყო და დაიწყო დისკუსია ამ თემაზე. როცა დისკუსიას იწყებ, ე.ი. ელოდები გარემოებას, სიტუაციის მომზადებას, რომელშიც შეიძლება მისი შეწყალება, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

„ხალხის ძალაში" იმ კოორდინაციაზე საუბრობენ, რაც მათი თქმით, გლობალური ომის პარტიას, ქართველ რადიკალებსა და სალომე ზურაბიშვილს შორის არსებობს. ყაველაშვილი იხსენებს იმ განცხადებებს, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციის ნაწილს 2008 წლის ომთან დაკავშირებით წარსულში აქვთ გაკეთებული.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც მაშინ ამუნათებდნენ სააკაშვილს - ბერძენიშვილი, გუბაზ სანიკიძე, ახლა ერთად არიან და რაშია საქმე, საზოგადოებამ ხომ უნდა იცოდეს? საქმე იმაშია, რომ ეს ძალები, რომლებიც ერთი ცენტრიდან იმართებიან, გაყიდული ძალები არიან. ისინი არ არიან ოპოზიცია. როგორ შეიძლება 2008 წლის ომთან შეფასებაში პოლიტიკოსს მოღალატეს და ქვეყნის დამაქცეველს ეძახდე და მერე იმ პოლიტიკოსთან ერთად გინდა ხელისუფლებაში მოხვიდე. ნაცარს აყრი საკუთარ მოქალაქეებს?", - აღნიშნავ ყაველაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×