რეზონანსი
17.03.2024

ქართულ სასამართლოზე შტურმი გრძელდება - რა შედეგი მოუტანა უცხოურმა გავლენებმა ალბანუქართულ სასამართლოზე შტურმი გრძელდება. ე.წ. კეთილის მსურველები, მესამე სექტორის წარმომადგენლები და რადიკალები ნაცმოძრაობის წიაღიდან მოითხოვენ უცხოელების მიერ მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას. „ენჯეო" სექტორი ირწმუნება, რომ ვეტინგი არის ის ერთადერთი გზა, რომელიც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას საბოლოოდ განსაზღვრავს.

სინამდვილეში კი ვეტინგი სრულად ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციურ პრინციპებს და სუვერენიტეტს. გარდა ამისა, მოსამართლეების შეფასებით, ვეტინგით საფრთხის ქვეშ დგება რთულად მოპოვებული და დღეს არსებული დამოუკიდებლობა.

„ვეტინგი უკრაინაში ჩაატარა ადეიშვილის ყოფილმა მოადგილემ, წოწორიამ და მისი შერჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს", - დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძემ.

რაც ახლა ხდება ქართული თემიდას წინააღმდეგ, სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის უდიდესი საფრთხის შემცველია.

ქართული მართლმსაჯულების შიდა თუ გარე მტრებს სურთ სასამართლო სისტემის კონტროლის იმ მექანიზმის ამოქმედება, რომელიც მოლდოვაში, უკრაინასა და ალბანეთში უკვე გამოცადეს.

დღეს ვრცელ რეპორტაჟს წარმოგიდგენთ ალბანეთზე - რა შედეგი მოუტანა უცხოურმა გავლენებმა ალბანურ სასამართლო სისტემას, რომელიც პრაქტიკულად სრულად ჩამოიშალა.

ცოტნე გეგეჭკორი გიჩვენებთ იმ სკანდალურ დოკუმენტებს, რომელიც ააშკარავებს გეგმას, რისთვის და ვისი დახმარებით ხარჯავდნენ ფულს ალბანეთში ჯორჯ სოროსი და მისი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები. დაპირისპირება, პროცესების რადიკალიზება - მართლმსაჯულებაზე კონტროლის მოსაპოვებლად ერთი მიზნით, გაეძლიერებინათ მათთვის სასურველი პოლიტიკური ძალა.

ვეტინგის ალბანური სცენარი, თეორიულადაც რომ დავუშვათ საქართველოში, ეს ნიშნავს, რომ რადიკალები და მათი პატრონები შეძლებენ ქართული თემიდას ოკუპაციას და სახელმწიფოს მთავარი საყრდენის - სასამართლო სისტემის ჩამოშლას.რ სასამართლო სისტემას, რომელიც პრაქტიკულად სრულად ჩამოიშალა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×