რეზონანსი
18.03.2024

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ბექა ოდიშარიას ინფორმაციით, „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო მიმდინარე კვირაში დაძლეული. აღნიშნული კანონპროექტი იმ საჭიროებებს ეყრდნობა, რაც არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის არის აუცილებელი.

"ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტი ეყრდნობა იმ საჭიროებებს, რომელიც არის წარმოქმნილი იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, ისე როგორც ეს ეკადრება დემოკრატიულ სახელმწიფოს - საქართველოს და ისე როგორც ეს პროცესი განვითარდა უკანასკნელი 8-9 არჩევნებისას, 2012 წლის შემდეგ. ამ პროცესს ვინც შეეწინააღმდეგება, მათ შორის, იქნება ეს პრეზიდენტი საკუთარი ვეტოთი, ბუნებრივია, იქნება უგულებელყოფილი და ვეტო იქნება დაძლეული მიმდინარე კვირას," - განაცხადა ოდიშარიამ.

პარლამენტი საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს - ე.წ. მოტივირებული შენიშვნების განხილვას დღეს იწყებს. სალომე ზურაბიშვილის "მოტივირებულ შენიშვნებზე" დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×