რეზონანსი
18.03.2024

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, თუკი პარლამენტი "საარჩევნო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს და კანონპროექტი ძალაში შევა, ერთპარტიულად დაკომპლექტებულ ცენტრალური საარჩევნო კომისიას მივიღებთ.

"ჩვენი არგუმენტი არის ერთადერთი ის, რომ საქართველოს პარლამენტმა, კერძოდ, უმრავლესობამ, გაიზიაროს ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის ერთობლივი დასკვნა და ის შენიშვნები, რომელიც მოცემულია ვენეციის და ეუთო/ოდირის ერთობლივ დასკვნაში გაითვალისწინოს საქართველოს პარლამენტმა, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდ და სამართლიან გარემოში არჩევნების ჩატარებას.

ის კანონპროექტი, რომელიც შემოთავაზებული აქვს საქართველოს პარლამენტს, თუ გავიდა, ეს იქნება ერთპარტიულად დაკომპლექტებული ცესკო," - განაცხადა მსხილაძემ.

ცნობისთვის,ცნობისთვის, პარლამენტი საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს - ე.წ. მოტივირებული შენიშვნების განხილვა დღეს დაიწყო. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, ვეტო მიმდინარე კვირაში იქნება დაძლეული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×