რეზონანსი
18.03.2024

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი იმართება. სასამართლო ე.წ. პიჯაკების საქმეს განიხილავს. პროცესს დისტანციურად ერთვება მიხეილ სააკაშვილი.

მან პრეზიდენტს მოუწოდა მოეხსნას გრიფით საიდუმლო დღევანდელ სამთავრობო ხარჯებს.

"ქალბატონო სალომე ზურაბიშვილს მინდა ვუთხრა, ის ხშირად ამბობს, მას შემდეგ რაც ასობით ათასმა ქართველმა შეაგროვა ხელმოწერა ჩემ გათავისუფლებაზე, ევროპარლამენტმა მიმართა და მრავალი სახელმწიფოს ხელმძღვანელმა, ის ამბობს, რომ ეს არის მორალური საკითხი, ქალბატონო სალომე, მორალური საკითხი არ არის ასევე ის, რომ მოიხსნას გრიფით საიდუმლო დღევანდელ სამთავრობო ხარჯებზე, იმიტომ, რომ მე მასამართლებენ იმაზე, რასაც დღეს ყოველდღე აკეთებს მთავრობა, თქვენ გაქვთ თქვენ უფლებამოსილებაში, მოხსენით და ეს ავტომატურად შეწყვეტს ამ პროცესს. [...] უკრაინის დაზვერვამ გამოაცხადა და ის ეყრდნობა დასავლურ დაზვერვებს, რომ რუსეთი არ აძლევს საშუალებას თურმე საქართველოს ხელისუფლებას ჩემი გათავისუფლების, მე მინდა ვუთხრა ყველას, არ გეხამუშებათ, რომ ამაში მონაწილეობთ?! რომ რუსეთის ტყვის შემდგომ დაკავებაში მონაწილეობთ", -  თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×