რეზონანსი
18.03.2024

საგარეო საქმეთა მინისტრი მედიას დეზინფორმაციის გავრცელებაში სდებს ბრალს. ილია დარჩიაშვილი ამტკიცებს, რომ მექსიკის საზღვრიდან საქართველოს მოქალაქეები არ გაუტაცებიათ და ტყვეობაში არ არიან.

"ნუ, აყენებთ ადამიანებს ისეთ მდგომარეობაში, რომელმაც შეიძლება რაღაც გაურკვეველი პროცესები გამოიწვიოს. არავინ არ არის გატაცებული. თუკი ნებისმიერი ადამიანს, რომელიმე ადამიანს, ეს იქნება მექსიკა თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, დაჭირდება ჩვენი, თითოეული დიპლომატის დახმარება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, გავაგრძელებთ მომავალშიც და მოგიწოდებთ, რომ გამოხვიდეთ და თქვათ, რომ ეს ინფორმაცია იყო დაუზუსტებელი და, ნუ, შეგყავთ ჩვენი მოქალაქეები [შეცდომაში]. ჩვენ ვინც დაგვიკავშირდა, ჩვენ მათთან ვმუშაობთ. თუკი მათ აქვთ ამის საჭიროება, რომ თითოეული, ასე ვთქვათ, მათ საჭიროებებზე მოხდეს რეაგირება, ჩვენ ამას გავაკეთებთ მომავალში," - ამბობს დარჩიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეების გატაცების შესახებ ინფორმაცია 16 მარტს გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, 30-მდე ქართველი, რომელიც მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლას ცდილობდა, მექსიკური ნარკოკარტელის ტყვეობაში აღმოჩნდა. გამტაცებლები მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 90 000 დოლარს ითხოვენ. "მთავარს" ერთ-ერთი გატაცებულის ახლობელი უყვებოდა, რომ გამოსასყიდის ნაწილი უკვე შეგროვდა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია ვინ აგროვებს თანხას. 

საგარეო საქმეთა სამინისტრომ 16 მარტს განაცხადა, რომ მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს არკვევდნენ და მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან საელჩო კავშირზე იყო. მას შემდეგ უწყებას ჩვენთვის დამატებითი ინფორმაცია არ მოუწოდებია და არც განცხადება გაუვრცელებია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×