რეზონანსი
19.03.2024

შსს სამინისტროს მიერ ბოლო წლებში განხორციელებულმა რეფორმებმა მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა, რას სტატისტიკურ მონაცემებშიც აისახა. ეს ხელმისაწვდომია საჯაროდ თითოეული მოქალაქისთვის, - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დანაშაულის სტატისტიკის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად არის შემცირებული მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების რაოდენობა და გაზრდილია დანაშაულების გახსნის მაჩვენებელი", - განაცხადა დარახველიძემ.

ციფრებით მანიპულირება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა - ასე პასუხობენ მმართველი პარტიიდან პატიმარი სააკაშვილის განცხადება, რომელიც მან დანაშაულის სტატისტიკასთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესზე გააკეთა. სახელისუფლებო გუნდისთვის მიუღებელია, როდესაც დანაშაულის სტატისტიკაზე თავად მსჯავრდებული სააკაშვილი საუბრობს, რომლის სახელიც არაერთ სისხლის სამართლის დანაშაულში ფიგურირებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი დანაშაულის კლების დინამიკაზე საუბრობს, უწყებაში ამბობენ, რომ გატარებული რეფორმების წყალობით დანაშაულის სტატისტიკა შემცირებულია ხოლო რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის სტატისტიკა 2012 წლიდან მზარდია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×