რეზონანსი
19.03.2024

ინოვაციების და ტექნოლოგიების მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, შესაბამისად ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. სააგენტოს 10 წლის თავზე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ძალიან ბევრი პროექტი გაკეთდა, 200-ზე მეტი სტარტაპი დაფინანსდა. 30 მილიონზე მეტი გრანტი გაიცა და 500 მლნ ლარზე მეტი ინვესტიციის მოზიდვა შეძლეს ამ სტარტაპებმა, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „დღის ქრონიკაში".

„თუმცა, ალბათ ეს მთავარი მიღწევა არ არის, ამ მიმართულებით გვქონდა ძალიან დიდი წარმატება, რაც პირველ რიგში უკავშირდება ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემის ჩამოყალიბებას და ინოვაციურობის პრიორიტეტულობის გამოჩენას. არასდროს ასე მკაფიოდ ინოვაციაზე აქცენტი არ ყოფილა, ბევრი ტერმინი და მიმართულება ჩვენთვის უცნობი იყო, მაგრამ ჩვენ შევძელით და დღეს საქართველო ერთ-ერთი რეგიონული ცენტრია ინოვაციური ეკოსისტემის კარგად განვითარების კუთხით. საქართველოში ჩვენ შემოვიყვანეთ ერთ-ერთი წამყვანი აქსელერატორი, მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი 500 Global-ი, რომელიც რეგიონული აქსელერაციის პროგრამებს ატარებს და სტარტაპერებისთვის საქართველო საინტერესო გახდა. ასევე ტექნოლოგიური სფეროს ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატებაა ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის. იცით, რომ ბოლო წელს დაახლოებით მილიარდ დოლარზე მეტი ექსპორტი განხორციელდა საინფორმაციო ტექნოლოგიების მხრიდან. ზოგადად მომსახურების ექსპორტი უკვე ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში", - განაცხადა დავითაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×