რეზონანსი
19.03.2024

ქუთაისსა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს შორის რეგულარული სვლაგეზის შესასრულებლად განკუთვნილი ელექტროავტობუსების შესაძენად ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ტენდერი, საერთაშორისო კონკურსის გამოქვეყნებით, გამოაცხადა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის ( GEF) მიერ დაფინანსებულმა კავკასიის რეგიონულმა გარემოსდაცვითმა ცენტრმა (REC Caucasus) .

„ტენდერი ცხადდება პროექტის " ქუთაისის დაბალემისიიანი განვითარება ურბანული დაგეგმარების გზით" ფარგლებში.

გაეროს გარემოსდაცვითმა პროგრამამ (UNEP), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად (MEPA) , წამოიწყო პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ქუთაისის დაბალემისიიან განვითარებას - ეროვნულ და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია GEF-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე",- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×