რეზონანსი
19.03.2024

ჩვენ ველოდებით, რომ ნატოს საიუბილეო, 75-ე სამიტზე ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით იქნება განცხადება, ველოდებით იმ შეფასებას, რომ დღეს გვაქვს თანამშრომლობის პოზიტიური და დადებითი დინამიკა, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკასთან" განაცხადა.

„საქართველოს მართლაც ბევრი სხვადასხვა ინსტრუმენტი აქვს, რომელიც უზრუნველყოფს ურთიერთთავსებადობას, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას; ეს არის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, ნატო-საქართველოს კომისია. არსებობს ყველა საშუალება, იმისთვის რომ მივიდეთ კიდევ უფრო მეტი თანამშრომლობის დონეზე. ვერ გავიხსენებ სამიტს, სადაც საბოლოო კომუნიკეში საქართველოს საკითხზე არ იყო გამახვილებული ყურადღება. ჩვენ ველოდებით, რომ [ნატოს საიუბილეო, 75-ე სამიტზე] ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით იქნება განცხადება, ველოდებით იმ შეფასებას, რომ დღეს გვაქვს თანამშრომლობის პოზიტიური და დადებითი დინამიკა", - განაცხადა მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×