რეზონანსი
19.03.2024

რა უფრო მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის: უკრაინის ბლოკში გაწევრიანება თუ ევროპელი ფერმერები? - წერს ამერიკული გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით უკრაინა ევროკავშირის კლუბში გასაწევრიანებლად ემზადება, მაგრამ ბრიუსელს არ სურს ამაზე საუბარი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირს არ სურს ბევრი რამ საჯაროდ თქვას ახალი წევრების მიღების შესახებ გაბრაზებული ევროპელი ფერმერების ფონზე, რომლებიც ზოგჯერ ძალადობრივ საპროტესტო აქციებს მართავენ.

ევროპელი ფერმერები აცხადებენ, რომ წაგებულ ბრძოლაში ჩარჩნენ იაფ იმპორტთან კონკურენციაში, რომელთა უმეტესობა უკრაინიდან მოდის. ისინი ასევე ამბობენ, რომ მათ აწუხებთ საწვავის ნორმაზე მაღალი ხარჯები და ასევე ბრიუსელის გარემოსდაცვითი რეგულაციები.

ორშაბათს ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინის სოფლის მეურნეობის გაყიდვებზე შეზღუდვების დაწესებაზე.

ამავდროულად, ევროპელმა ლიდერებმა გაფართოებაზე საუბრები მინიმუმამდე დაიყვანეს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ევროპარლამენტში არჩევნებამდე სულ რაღაც სამი თვე დარჩა.

„ვიყოთ გულახდილები: არავის სურს ამ გაფართოებაზე საუბარი ევროპის არჩევნებამდე", - თქვა ევროკავშირის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×