რეზონანსი
20.03.2024

სატელეკომუნიკაციო კომპანია "სილქნეტიდან" დიდი მოცულობის მონაცემებმა გაჟონა.  საუბარია 33 000 ადამიანის პირადობის მოწმობის ასლზე, რომლებიც არალეგალური გზით გავრცელდა ინტერნეტში. 

"სილქნეტში" ადასტურებენ, რომ მომხმარებლების ინფორმაცია გაიჟონა, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ. ფაქტის შესწავლა დაიწყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, რომელსაც  გამოძიების მოთხოვნით ფიზიკურმა პირმა მიმართა.

ახლა უწყებამ უნდა დაადგინოს, რამდენად დაცული იყო პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება "სილქნეტში" და შეასრულა თუ არა კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ინციდენტის შეტყობინების ვალდებულება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×