რეზონანსი
20.03.2024

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისში 46 წლის მამაკაცი ხელის ტრაქტორმა ჩაითრია, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილი გოგა კასრაძეა. გარდაცვლილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

როგორც გარდაცვლილის ახლობელი ჰყვება, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მამაკაცი მიწას ამუშავებდა.

„ყველანი შოკში ვართ, გავადგურდით, ტრაქტორმა შარვლით ჩაითრია, ფეხი მოაჭრა, მთავარი არტერია გადაუჭრა და ადგილზე მოკლა.

სანამ ტრაქტორი არ ჩაქრა, ადგილზე იბუქსავა, ძალიან დაზიანებული იყო, მთელი არაფერი ჰქონდა საცოდავს", - ამბობს ახლობელი „პალიტრავიდეოსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×