რეზონანსი
23.03.2024

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი „კრო­კუს სითი ჰოლ­ზე" თავ­დას­ხმი­დან 19 სა­ა­თის შემ­დეგ შემ­დეგ მო­სახ­ლე­ო­ბას მი­მარ­თავს. მან თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა ახ­ლობ­ლებ­სა და ოჯა­ხის წევ­რებს მი­უ­სამ­ძიმ­რა.

პრე­ზი­დენ­ტმა შემ­თხვე­ვას „ბარ­ბა­რო­სუ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმა" უწო­და. მან ასე­ვე მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ეკი­პაჟს, მე­ხან­ძრე­ებ­სა და მაშ­ვე­ლებს. მი­სი­ვე თქმით, ტე­რაქ­ტში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და დამ­კვე­თი სა­მარ­თლი­ა­ნად და­ის­ჯე­ბა.

„ოთხი­ვე დამ­ნა­შა­ვე იპო­ვეს და და­ა­კა­ვეს. ისი­ნი უკ­რა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცდი­ლობ­დნენ გაქ­ცე­ვას. ჯამ­ში სულ 11 ადა­მი­ა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი. ჩვენ ყვე­ლა და­შა­ვე­ბულს სა­ჭი­რო დახ­მა­რე­ბას გა­ვუ­წევთ.

ჩვენ ვდგა­ვართ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ხოც­ვა-ჟლე­ტის გეგ­მის წი­ნა­შე. ვუ­სამ­ძიმ­რებ ყვე­ლას, ვინც ახ­ლო­ბე­ლი და­კარ­გა. და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა შემ­სრუ­ლე­ბე­ლი და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და­ის­ჯე­ბა. რუ­სეთ­მა არა­ერ­თხელ გა­ი­ა­რა ურ­თუ­ლე­სი გან­საც­დე­ლი და გაძ­ლი­ერ­და... ახ­ლაც ასე იქ­ნე­ბა" - გა­ნა­ცხა­და ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ, მოს­კო­ვის "კრო­კუს სითი ჰოლ­ში" რამ­დე­ნი­მე შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა ცე­ცხლი გახ­სნა, რა­საც ხან­ძა­რი მოჰ­ყვა. რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბამ მოს­კო­ვის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა ტე­რაქ­ტად შე­ა­ფა­სა. სა­ა­გენ­ტო Reuters-ის ცნო­ბით, თავ­დას­ხმა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ე.წ. "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ" აიღო. 24 მარ­ტი რუ­სეთ­ში ეროვ­ნუ­ლი გლო­ვის დღეა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×