რეზონანსი
23.03.2024

ოპოზიციის ინტერესებშია, რომ ქვეყანას არ ჰქონდეს წინსვლა ინტეგრაციის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან ჩაგდებულ რეზოლუციას ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამიტომ არის ასეთი ნაბიჯები გადადგმული მათი მხრიდან.

„უკვე 2 წელია ეს ადამიანები ლობირებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე არავის არ გვიკვირს, რომ ეს ანტი ლობიზმი გრძელდება. რა თქმა უნდა, ოპოზიციის ინტერესებშია, რომ ქვეყანას არ ჰქონდეს წინსვლა ინტეგრაციის მიმართულებით და ამიტომ არის ასეთი ნაბიჯები გადადგმული მათი მხრიდან. ეს არის უბრალოდ ამ ყველაფრის ერთი მორიგი გამოხატულება", - აღნიშნა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×