რეზონანსი
23.03.2024

მოველი, რომ შემდგომ გადაწყვეტილებებში უკვე საქართველოზეც იქნება პოზიტიური გადაწყვეტილებები, თუმცა ამისთვის საჭიროა ევროკომისიის პოზიტიური შეფასებები ჩვენთან დაკავშირებით, - ასე შეაფასა „ქრონიკაში" ევროსაბჭოს გადაწყვეტილება ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.

„ამ დროისთვის ევროკავშირის საბჭოს დღის წესრიგში რაც დგას, ეს არის უკრაინა და მოლდოვა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკებების გახსნა. ეს ვიცით ჩვენ, ვინაიდან დეკემბრის საბჭოს გადაწყვეტილება სწორედ ამას ეხებოდა. თარიღიც კი იყო ევროკომისიის მიერ დასახელებული 24 მარტი, თუმცა როგორც ვნახეთ, ვერ მოხდა მაინცდამაინც 24 მარტს გადაწყვეტილების მიღება რომ უკვე გახსნილიყო მოლაპარაკებები, თუმცა მუშაობა მიმდინარეობს. ამ ფონზე, რა თქმა უნდა მისასალმებელია, რომ საქართველო კვლავ რჩება ევროკავშირის დღის წესრიგში მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს გარკვეული დროის მონაკვეთი მონიშნული იმისათვის, რომ შემდეგ ნაბიჯებზე ვიფიქროთ - ეს არის შემდგომი ანგარიში, როდესაც გამოქვეყნდება ევროკომისიის ანგარიში შემოდგომაზე და შევხედავთ როგორ შეფასდება საქართველოს პროგრესი. ამ პერიოდში ვიცით, რომ უკრაინასა და მოლდოვაზე მუშაობენ ევროკომისიაში, ამზადებენ მოლაპარაკებების ჩარჩოს და მოელიან, რომ ევროკავშირის საბჭო უახლოეს მომავალში გაიზიარებს ევროკომისიის პოზიციებს და შესაძლებლობა გაჩნდება, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები ოფიციალურად. ეს დასკვნები მნიშვნელოვანი იყო ზოგადად გაფართოებისთვის, ვინაიდან ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები რომ შემდგომი ნაბიჯები გადაიდგას. მოველი, რომ [ევროსაბჭოს] შემდგომ გადაწყვეტილებებში უკვე საქართველოზეც იქნება პოზიტიური გადაწყვეტილებები, თუმცა ამისთვის საჭიროა ევროკომისიის პოზიტიური შეფასებები ჩვენთან დაკავშირებით", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ევროკომისიის 2024 წლის 12 მარტის რეკომენდაციის საფუძველზე, ევროპული საბჭო იღებს გადაწყვეტილებას გახსნას გაწევრიანების მოლაპარაკებები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×