რეზონანსი
23.03.2024

დღეს უცხოური სახსრებით შემოედინება თანხა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებთან შერწყმული „ენჯეოების" მეშვეობით ხვდება ქართულ პოლიტიკაში, რაც არის ანტიკონსტიტუციური და ეწინააღმდეგება კანონს. მაგრამ ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ერთადერთი სექტორი, რომელიც არის მაქსიმალურად გაუმჭვირვალე თანხების ხარჯვის ნაწილში, არის „ენჯეო" სექტორი, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა.

მისივე თქმით, „ენჯეო" სექტორის რადიკალური ნაწილი არის ყოფილი ხელისუფლების ნაწილით დაკომპლექტებული და ისინი იმდენად არიან შერწყმული პოლიტიკურ პარტიებთან, რომ მათ შორის არანაირი ზღვარი არ არსებობს. შესაბამისად, საზღვარგარეთიდან შემოსული დაფინანსება ძალიან მარტივად იხარჯება ქართულ პოლიტიკაში.

„დღეს ალბათ საზოგადოება კარგად ხვდება იმას, ერთი წლის წინ რატომ იყო გაშმაგებული შეტევა გამჭვირვალობის კანონზე, რომლის მიღებასაც გეგმავდა უმრავლესობა. სწორედ ეს „ენჯეო" სექტორი გამოირჩეოდა ყველაზე მეტი აქტიურობით, რადიკალიზმით ამ კანონპროექტის წინააღმდეგ, რადგან მათ სურდათ ეს უწყვეტი ჯაჭვი გაგრძელებულიყო და კიდევ ისეთი გაუმჭვირვალე ყოფილიყო „ენჯეო" სექტორის ხარჯები, როგორც ეს იყო მანამდე. დღეს უცხოური სახსრებით შემოედინება თანხა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებთან შერწყმული „ენჯეოების" მეშვეობით ხვდება ქართულ პოლიტიკაში, რაც არის ანტიკონსტიტუციური და ეწინააღმდეგება კანონს. მაგრამ ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ერთადერთი სექტორი, რომელიც არის მაქსიმალურად გაუმჭვირვალე თანხების ხარჯვის ნაწილში, არის „ენჯეო" სექტორი. „ენჯეო" სექტორის რადიკალური ნაწილი გახლავთ ყოფილი ხელისუფლების ნაწილით დაკომპლექტებული. თან ისეთი ოდიოზური პიროვნებებით, როგორიც იყო ბაჩო ახალაია, მისი მოადგილეები. ეს პირები იღებენ დაფინანსებას უცხოეთიდან. ისინი იმდენად არიან შერწყმული პოლიტიკურ პარტიებთან, რომ არანაირი ზღვარი არ არსებობს მათ შორის. შესაბამისად, საზღვარგარეთიდან შემოსული დაფინანსება ძალიან მარტივად იხარჯება ქართულ პოლიტიკაში", - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×