რეზონანსი
23.03.2024

ჩვენი ზოგიერთი ოპოზიციონერი კოლეგა რომ ფანტასმაგორიულ ციფრებზე საუბრობს, ჩვენ არ ვართ მოწყვეტილი რეალობას. ეს ციფრები არის ზუსტი ასახვა იმ მხარდაჭერისა, რაც დღეს „ქართულ ოცნებას" აქვს საზოგადოებაში, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა „დღის ქრონიკაში" წამყვანის კითხვას, რა პროგნოზები აქვს საარჩევნოდ მმართველ გუნდს და როგორ უყურებს ოპოზიციურ გაერთიანებებს.

ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო ციებ-ცხელება ცოტა ადრიანად დაიწყო და საინტერესოა, ვინ როგორ მივა 26 ოქტომბრამდე.

„ჩვენ მუდმივად ვატარებთ კვლევებს. ფაქტობრივად სამ-ოთხ თვეში ერთხელ, ამას არც ვმალავთ. გვაქვს დინამიკაში დანახული სურათი და აქედან გამომდინარეობს ჩვენი შეფასებები. ეს არ არის ყურით მოთრეული თემა და ციფრები. ჩვენი ზოგიერთი ოპოზიციონერი კოლეგა რომ ფანტასმაგორიულ ციფრებზე საუბრობს, ჩვენ არ ვართ მოწყვეტილი რეალობას. ეს ციფრები არის ზუსტი ასახვა იმ მხარდაჭერისა, რაც დღეს „ქართულ ოცნებას" აქვს საზოგადოებაში - არც მეტი, არც ნაკლები. ეს არის 60%-თან მიახლოებული. მომავალში რა იქნება, ამას გვაჩვენებს განვითარებული მოვლენები. თითქმის 7 თვეა დარჩენილი არჩევნებამდე. მეჩვენება, რომ ცოტა ადრიანად დაიწყო საარჩევნო ციებ-ცხელება, ჩემი გამოცდილება ამას მკარნახობს. საკმაოდ რთული და გრძელი გზაა, ხანგრძლივი მარათონი, დამღლელი, ამიტომ ვნახოთ ვინ რა ფორმაში მივა 26 ოქტომბრისთვის. რაც შეეხება [ოპოზიციურ] გაერთიანებებს, ეს მათი საქმეა. ფაქტის კონსტატაციას ვახდენთ უბრალოდ, რომ არის „ნაციონალური მოძრაობის" ბევრი შვილობილი პარტია და ადამიანები ამ უბედურების, რასაც „ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია, ჩრდილის ქვეშიდან ვერ გამოვიდნენ - ისევ იქ არიან დარჩენილები. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ. იქ იყვნენ, სადაც არიან", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×