საქართველოს ნაკრებმა გადამწყვეტ თამაშში გაიმარჯვა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ერთა ლიგის ფინალში საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდა.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის, პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან. ევრო 2024 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება.
საქართველოს ნაკრები ევრო-2024-ის საგზურის მოიპოვებით უეფასგან 9.25 მლნ ევროს მიიღებს. სწორედ ეს თანხა აქვს ორგანიზაციას გამოყოფილი თითოეული ნაკრებისთვის.
ამასთან, ფეხბურთის 24 გუნდს, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს, 331 მილიონ ევროს გადაუხდის, თუმცა მათგან უეფა 2,4 მლრდ ევროს კომერციულ მოგებას ელის.
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასული გუნდებიდან, ყველა იმ ნაკრების ეროვნული ფედერაციები, რომელიც პირველ ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაშს მოიგებს, უეფასგან მაქსიმუმ 28.25 მლნ ევროს მიიღებს.
კლუბები უეფასგან მიიღებენ დამატებით 240 მილიონ ევროს საკუთარი მოთამაშეების ეროვნულ ნაკრებებისთვის გამოთავისუფლების გამოც.