რეზონანსი
01.04.2024

ემზადება თუ არა ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული ტელეკომპანია ლგბტ პროპაგანდისთვის? მმართველი გუნდის მტკიცებით, "მთავარ არხს" შესაბამისი გრანტი უკვე დაუმტკიცდა. ამ ინფორმაციას არ ადასტურებს თავად ნიკა გვარამია, რომელიც აცხადებს, რომ ტელეკომპანიის მიერ მიღებულ გრანტს ლგბტ პროპაგანდასთან კავშირი არ აქვს.

თემის გააქტიურებაში პირველ რიგში მმართველ გუნდს ადანაშაულებს ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია.

"ერთ-ერთი ძალა არის "ქართული ოცნება", რომელიც ლგბტ პროპაგანდას წევს ამ ქვეყანაში. ძალიან სამწუხაროა, რომ ისინი ამ PR კამპანიით აპირებენ საარჩევნოდ შესვლას. აქ საუბარი არის პროპაგანდაზე და აქ საუბარი არის იერიშზე, მათ შორის, როგორც სამოქალაქო სექტორის, ასევე კრიტიკული მედია საშუალებების, თუ მათ შორის, დასავლელი დონორების წინააღმდეგ და ეს ამ შეთქმულების თეორიაში ძალია კარგად ზის", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×