რეზონანსი
01.04.2024

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდის მხარდასაჭერად დიდი ფული შემოდის და რომ „მთავარმა არხმა“ სწორედ ამ მიზნობრიობით მიიღო გრანტი. დეპუტატის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, თუ ვის ინტერესებს და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ადამიანები.

„ერთი მხრივ, მათ უნდათ, რომ დაფარონ რისთვის არის ეს მიზანი და ამას ემსახურებოდა ის კანონი, რომელსაც უნდა მიეწოდებინა საზოგადოებისთვის ინფორმაცია, თუ რა თანხები მოდის, ვისგან და რაში იხარჯება. მეორე მომენტია, რომ ეს არის მიზანმიმართული კამპანია იმ ღირებულებების წინააღმდეგ, რაც ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ფასეულობაა და იმ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ, რომელიც მმართველმა გუნდმა დააინიცირა და რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტის მატარებელია, კრძალავს პროპაგანდას, რომელიც თავს მოხვეული იძულებითი ხასიათისაა და ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანები და ის მედიასაშუალებები, რომლებიც მათთან დაკავშირებულები არიან, ვის ინტერესებს და რა მიზნებს ემსახურებიან“, - განაცხადა მიქანაძემ.

ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდის მხარდასაჭერად დიდი გრანტი შემოდის. ერთ-ერთი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გრანტის მიმღები „მთავარი არხია“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×