რეზონანსი
02.04.2024

სახალხო დამცველის პირველი ანგარიში - ლევან იოსელიანი 400 გვერდიან დოკუმენტში წერს, რომ სიცოცხლის უფლების ხელყოფის თვალსაზრისით შემზარავი იყო 14 წლის აითაჯ შახმიროვას გენდერული ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობა.

მისი თქმით, აითაჯის გენდერული ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობა არ არის განყენებული შემთხვევა და ძალადობის პრევენციის, აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვის და დახმარების მიმართულებით არსებული ხარვეზების შედეგია.

მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს მუშაობის გაძლიერების საჭიროებას პრევენციის მიმართულებით - დამოკიდებულებების გარდასაქმნელად, გენდერულ სტერეოტიპებზე დაფუძნებული ტრადიციებისა და მავნე პრაქტიკების აღმოსაფხვრელად” - ვკითხულობთ  ანგარიშში.

აითაჯის საქმეს ბავშვთა უფლებების კუთხით

დოკუმენტში წერია, რომ პრობლემურია ბავშვების მიმართ ძალადობის დროული გამოვლენა, ეფექტიანი, კოორდინირებული და ბავშვზე მორგებული რეაგირება. 

„არასრულწლოვანთა ძალადობისგან დაცვის სისტემის გამოწვევებს შორის, კვლავ საყურადღებოა ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციაზე მუშაობის გაძლიერების აუცილებლობა, მათ შორის, თავად ბავშვებისა თუ ფართო საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება ბავშვთა უფლებებისა და დაცვის მექანიზმების შესახებ”. - წერს ომბუდსმენი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×