რეზონანსი
02.04.2024

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ Daily Mail-ის სტატია ბერა და ბიძინა ივანიშვილებზე "შეკვეთილია".

აბსოლუტური სისულელეა, შეკვეთილი, აბსოლუტურად შეკვეთილი სტატიაა. ფოქრობენ, როგორ შეუტიონ ბიძინა ივანიშვილს, არამედ მისი ოჯახის წევრებს.

სად წავა ბერა ივაბიშვილი,  Daily Mail-ის ჟურნალისტის, ან რა თქვენი საქმეა? ან იმ შემკვეთის რა საქმეა, 100 000-ით რომ იხდიან თითო სტატიაში.

საბოლოოდ, ეს ყველაფერიFARA-ზე ქვეყნდდება საიდან... მიდის "ნაცმოძრაობიდან" და მათი პატრონებიდან შეკვეთები.

შვილებზე ბულინგს თავი დაანებეთ.", - თქვა მდინარაძემ. 

მდინარაძის თქმით, "ბიძინა ივანიშვილი უკვე დასანქცირებულია და უფრო მეტად ვეღარ დაასანქცირებენ"

ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ბიძინა ივანიშვილს პუტინთან კავშირების გამო სანქციები უახლოვდება და ახლა საკუთარი  ფულის დასაცავად ახლი სპეცოპერაცია დაიწყო. 

 სკანდალურ სტატიაში კი საუბარია, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი მილიონების გადასამალად ახალ ნიადაგს ბრაზილიაში ამზადებს.

გამოცემა წერს, რომ წერს რომ ბერას  ბრაზილიაში საცხოვნებლად გადასვლის რეალური მიზეზი მამის მოსალოდნელი სანქცირებაა.

 Daily Mail-ის ინფორმაციით, ივანიშვილმა სამზადისი ჯერ კიდევ მაშინ  დაიწყეს, როდესაც ამაზონის გადამწვარი ტყის დახმარების ფონდის შემომწირველთა რიგებში ბერა პირველად გამოჩნდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×