რეზონანსი
02.04.2024

ბათუმში, ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. დაღუპული ბექა ნაკაიძეა. როგორც ირკვევა, ახალგაზრდას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ვირუსი გახდა. ბექა ნაკაიძე, სავარაუდოდ, ღორის გრიპით იყო ინფიცირებული.

ახალგაზრდას მეგობრები და ახლობლები ემოციურად ემშვიდობებიან:

"როგორ მეწყინა, თვალწინ დამიდგა როგორ ვთამაშობდით ერთად პარკში... სასუფეველი დაუმკვიდროს ღმერთმა, გითანაგრძნობთ".

"ყველაზე მწარე რეალობა სიკვდილთან დამარცხებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სიცოცხლე გიხარია, ახალგაზრდა და ბედნიერი ხარ.

როდესაც სხვებზე უნდა იზრუნო; სხვას შენი იმედი აქვს; მშობელს სიბერე უხარია შენით; მზე ხარ დედისთვის; როდესაც მეუღლე ხარ საიმედო; ბურჯი ხარ შვილისთვის; უბრალოდ ღირსეული ადამიანი ხარ, უნდა გეცოცხლა, მაგრამ, ბედისწერამ სხვა რამ გარგუნა, დაგამარცხა და მარადიულობას მიაბარა სახელი შენი. დედის ცრემლები, სასოწარკვეთა, უსუსურობა ბედთან, ტკივილი გაუსაძლისი, ფიქრი უფიქრებელი, ცა ჩამონგრეული, მიწა გახეთქილი...“

დღეს ჩემს გვარში, სანათესაოში, ოჯახში მეხი გავარდა. ჩვენი ბექა ნაკაიძე აღარ გვყავს, ჭეშმარიტი ქართველი და ბათუმელი, სიკეთის, სიყვარულის ბიჭი".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×