რეზონანსი
02.04.2024

ჩვენმა ინიციატივამ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით რადიკალურ ჯგუფებში პოლარიზაცია გაზრდა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა ნიკა გვარამიასა და „თბილისი პრაიდის" წევრებს შორის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

„ის ინფორმაცია, რაც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ერთი მხრივ ადასტურებს, თუ როგორი ამორალურია ამ ადამიანების პოლიტიკური ვაჭრობის საგანი და მეორე მხრივ იკვეთება, რომ არც ერთს და არც მეორეს, ადამიანის უფლებების დაცვის ინტერესი არ აქვთ და ყველა სიტუაციის საკუთარი პირადი ინტერესებისა და ამბიციების დასაკმაყოფილებლად გამოყენება უნდათ", - განაცხადა იონათამიშვილმა.

„ქრონიკის" ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ნიკა გვარამიასა და „თბილისი პრაიდის" წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც ნიკა გვარამია მათ დაჰპირდა მხარდაჭერას იმ შემთხვევაში, თუ „თბილისი პრაიდის" წევრები ღიად განაცხადებენ, რომ უარს ამბობენ ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინებისა და შვილად აყვანის უფლების მოთხოვნაზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×