რეზონანსი
02.04.2024

სამართლიანობის აღდგენა თუ გვინდა, ზურაბ ადეიშვილი უნდა გადმოეცეს საქართველოს და პასუხისგებაში მიეცეს. საზოგადოებისთვის გაუგებარია, ასეთი ადამიანი როგორ შეიძლება ასე თავისუფლად დადიოდეს ევროპის სახელმწიფოებში და ასეთ ღონისძიებებსა და კონფერენციებში იღებდეს მონაწილეობას. იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან სამართალი იზეიმებს და ადეიშვილი ქართულ მხარეს გადმოეცემა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკაში" განაცხადა.

„სამწუხაროა, რომ უკრაინის მხრიდან ასეთი არამეგობრული და გაუგებარი ქმედებები ადრეც ყოფილა და ახლაც გრძელდება. როგორც ჩანს ამ მიმართულებით ისინი თავისი პოზიციების შეცვლას არ აპირებენ. ჩემთვის უფრო მოულოდნელი იყო ადეიშვილის იმ ფორმატში გამოჩენა, როდესაც ნიდერლანდებში უკრაინისთვის სამართლიანობის აღდგენის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობდა და უკრაინის დელეგაციის მხრიდან ადეიშვილი მონაწილეობდა", - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით ჰოლანდიის კომპეტენტურ უწყებებს მიმართა.

„ქრონიკის" ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ამ წუთებში ჰააგაშია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×