რეზონანსი
02.04.2024

დავით კეზერაშვილის დაფუძნებული ტელეკომპანია „ფორმულას" ყოფილი ჟურნალისტი მაშო დიასამიძე, სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს და წერს, რომ წელიწადზე მეტია კომპანიის „კრიზისული" მდგომარეობის გამო ჟურნალისტები ხელფასებს ვერ იღებენ, რის გამოც მან მარტში ტელევიზია დატოვა. მისივე წერილიდან ირკვევა, რომ თებერვლის ხელფასი ამ დრომდე არ აუღია და დასძენს, რომ ხელმძღვანელი პირებისგან არანაირი განმარტება არ მიუღია, თუ როდის მიიღებს კუთვნილ ანაზღაურებას.

ჟურნალისტის თქმით, ირონიულია ფაქტი იმ ფონზე, როდესაც შრომითი უფლებების დარღვევას თავად აშუქებდა, რის წინაშეც ახლა თავად აღმოჩნდა.

„პირველ მარტს წამოვედი „ფორმულადან“, უკვე 2 აპრილია, თუმცა ჩემი ნამუშევარი თებერვლის თვის ხელფასი ამ დრომდე არ ამიღია. ამ დრომდე, ვერც პასუხი მივიღე დირექტორისგან და „ეიჩარისგან“ - თუ როდის მივიღებ კუთვნილ ანაზღაურებას. სულ მცირე, ირონიულია ეს სიტუაცია იმ ფონზე, რომ ამ კომპანიაში მუშაობისას სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანების შრომითი უფლებების დარღვევას ვაშუქებდი და ვაპროტესტებდი, ახლა კი თავად იმავეს წინაშე აღმოვჩნდი.

პ.ს. 1 წელზე მეტი კომპანიის „კრიზისულ" მდგომარეობაში რომ შედიხარ და დღეს შესაბამის პასუხსაც ვერ იღებ, ძალიან სამარცხვინოა", - წერს მაშო დიასამიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×