რეზონანსი
02.04.2024

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა და კომიტეტის წევრმა გიორგი ბარვენაშვილმა შეხვედრა გამართეს საქართველოში ევროპის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტთან ჯონ ბრაეკველდტსთან, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური ინტეგრაციისა და განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.

განიხილეს საქართველოს რეგიონული მნიშვნელობა და აზიასთან დამაკავშირებელი შუა დერეფნის პერსპექტივა.

იმსჯელეს, ევროკავშირის ბიზნეს პლატფორმების ფარგლებში, საქართველოს აქტიური ჩართულობის ხელშეწყობაზე, სექტორული თანამშრომლობის გაძლიერებაზე, სატრანზიტო პოტენციალზე და ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოზე.

შეხვედრისას აღინიშნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ" (DCFTA) შეთანხმებით სხვადასხვა მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით მიღწეული პროგრესი, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ევროკავშირში ინტეგრაციას.

მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შედეგად შექმნილ ახალ რეალობაზე, რასაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება და ხაზი გაუსვა ამ კონტექსტში ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და საქართველოს შორის ბიზნეს კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების საჭიროებას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×