რეზონანსი
03.04.2024

არსებობს თუ არა რეალურად რუსული აკუსტიკური იარაღი და იყენებდნენ თუ არა მას რუსი აგენტები საქართველოში ამერიკელი დიპლომატების მოსაწამლად?

მიუხედავად იმისა, რომ ამ კითხვებზე კონკრეტული პასუხი სამი გავლენიანი უცხოური მედიის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ვერ გასცა, ქართული ოპოზიციისთვის თემა საკუთარი ქვეყნის დადანაშაულების მორიგი მიზეზი ხდება.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ არ არსებული მტკიცებულებების მიუხედავად, მათი ოპონენტები სასამართლოს შემდეგ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაციას ცდილობენ.

ოპოზიციის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ე.წ. ჰავანურ სინდრომთან დაკავშირებით, განმარტება, პირველ რიგში, საქართველოს სპეცსამსახურებს უნდა გაეკეთებინათ.

"ოპოზიცია შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ საკუთარ ქვეყანას ავნოს. ამ საკითხზე აშშ-ის შესაბამისი სამსახურების კომენტარი უკვე იყო და ამაზე მეტი, მე არ ვიცი, რა შეიძლება ითქვას", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×