რეზონანსი
03.04.2024

გამჭვირვალობა არის ევროპული სტანდარტი, არაფერი უნდა გაგვიკვირდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს რუსულ სასამართლოს უწოდებს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„საზოგადოება უყურებს, რომ უკვე ერთი საათია, ჩვენ განვიხილავთ ერთ ინიციატივას და ოპოზიცია ამ დროის განმავლობაში სრულიად სხვა საკითხზე სვამს კითხვებს. ეს აჩვენებს, რომ ოპოზიციას, სინამდვილეში, არც ქალთა უფლებები ადარდებს, არც ადამიანის უფლებები და არც ბავშვთა უფლებები. როგორც ჩანს, არც მოქალაქეთა და საზოგადოების ინტერესები არ არის მათთვის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება გამჭვირვალობის პრინციპს, გამჭვირვალობა არის ევროპული სტანდარტი. იმ ადამიანებისგან, რომლებიც ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს რუსულ სასამართლოს უწოდებს, არაფერი უნდა გაგვიკვირდეს. ეს არის ამ ადამიანების სახე. კიდევ არ მეგონა, რომ მამუკა მდინარაძის ბრიფინგიდან ორ საათში ასეთ მძიმე დღეში იქნებოდა ოპოზიცია, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტში ხელახლა წარადგინოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×