რეზონანსი
03.04.2024

საქართველოს კანონმდებლობა ყოველდღე ირღვევა იმით, რომ სხვადასხვა ფონდის მხრიდან ქართული პარტიების ფარული დაფინანსება ხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„ჩვენ ამოვდივართ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან. როდესაც ხდება პოლიტიკური ჯგუფების ფარული დაფინანსება, ამ დღეებში რომ იყო საუბარი „მთავარის" დაფინანსებაზე, გრანტი მიიღო, როგორც ჩანს, თუ გრანტს იღებს ტელევიზია „მთავარი". ტელევიზია „მთავარი" არის პარტიული პროპაგანდის რუპორი და ინსტრუმენტი. ჩახედეთ, ვინ არიან აქციონერები და მიხვდებით. სხვათა შორის, გუშინ ბატონმა გვარამიამ თქვა კიდეც, რომ ტელეპარტია აქვს კიდევაც, „მთავარის" სახით. ტელეპარტიაც კი უწოდა. რა თქმა უნდა, ასეთი დაფინანსება უცხოეთიდან გულისხმობს, რომ ეს დაფინანსება საბოლოო ჯამში მიემართება პარტიულ დაფინანსებაში, პარტიის ხელშეწყობაა. ასეთი რაღაცები რომ ხდება, წარმოგიდგენიათ, რომ ერთი ქვეყანა მეორეში აფინანსებდეს პარტიას? აკრძალულია ყველა ქვეყანაში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის საქართველოს კანონმდებლობა.

„საქართველოს კანონმდებლობა ყოველდღე ირღვევა იმით, რომ სხვადასხვა ფონდის მხრიდან ქართული პარტიების ფარული დაფინანსება ხდება. ეს დარღვევა უნდა აღმოიფხვრას და არ მგონია, კანონის უზენაესობის წინააღმდეგ იყოს ევროკავშირის რომელიმე პოლიტიკოსი", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×