რეზონანსი
03.04.2024

პარტნიორებისგან არის აღიარება, რომ გაუმჭვირვალეა დაფინანსება, მაგრამ ამის იქით ვეღარ მივდივართ, ყრუ კედელია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, არის ფონდები, რომლებიც თავისი დაფინანსებით ზეგავლენას ახდენენ საქართველოში პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე და ამას უმალავენ საზოგადოებას.

„ეს ყველაფერი არის იმ კონტექსტში, რომელიც უსაფრთხოების გამოწვევის სახით საქართველოს აქვს. შევხედოთ როგორ რეგიონში ვართ, შევხედოთ გარშემო რა ხდება და დავაკვირდეთ რა გამოწვევები აქვს საქართველოს უსაფრთხოებას სხვადასხვა მიმართულებით. ბოლო პერიოდში, როცა მე მქონდა საუბარი ჩვენს პარტნიორებთან გაუმჭვირვალობაზე, ამაზე პასუხი მათ აღარც კი ჰქონდათ. ამიტომ ვამბობდი ბოლო პერიოდში, რომ ყრუ კედელთან ვართ. ამაზე რომ მქონდა საუბარი, ამას ეთანხმებიან და ვეღარავინ ამბობს პარტნიორებიდან, რომ ეს ფონდები არის გამჭვირვალე, თუმცა, ამის იქით ვეღარ მივდივართ, მიუხედავად იმ პირობისა, რაც ჩვენ გვქონდა პარტნიორებისგან, ყრუ კედელია. არის აღიარება, რომ არის გაუმჭვირვალე, მაგრამ ამის იქით ვეღარ მივდივართ. რაც მთავარია, ეს გვეხება არა ჩვენ, არამედ ეს ეხება საზოგადოებას. საბოლოო ჯამში გამოდის, რომ არის ფონდები, რომლებიც თავისი დაფინანსებით ზეგავლენას ახდენენ საქართველოში პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე და ამას უმალავენ საზოგადოებას", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×