რეზონანსი
03.04.2024

„ქარ­თულ ოც­ნე­ბას" რო­გორც ჩანს, გვერ­დე­ბი ეფხა­ნე­ბა და წე­რას არი­ან აყო­ლი­ლე­ბი, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

ელი­საშ­ვი­ლის თქმით, ე.წ რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის და­ი­ნი­ცი­რე­ბას ძა­ლი­ან მძი­მე ამ­ბა­ვი მოჰ­ყვე­ბა და მარ­ტი­ვად არ ჩა­ივ­ლის.

„ქარ­თულ ოც­ნე­ბას" რო­გორც ჩანს, გვერ­დე­ბი ეფხა­ნე­ბა და წე­რას არი­ან აყო­ლი­ლე­ბი. ვე­რა­ნა­ი­რი დას­კვნა ვერ გა­მო­ი­ტა­ნეს წინა ამ­ბი­დან, რო­დე­საც ცა­რი­ელ ად­გილ­ზე შექ­მნეს სა­ბე­დის­წე­რო პრობ­ლე­მა.

ფო­ცხი არის ასე­თი რამ - სა­სოფ­ლო- სა­მე­ურ­ნეო ნივ­თი და თუ გად­მოტ­რი­ა­ლე­ბუ­ლი გდია, რომ მიხ­ვალ, მის კბი­ლებს რომ და­ა­ბი­ჯო, თავ­ში ტარი გხვდე­ბა. „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ერთხელ და­ა­ბი­ჯა ამ ფო­ცხს და მო­ირ­ტყა ტარი თავ­ში, ახლა და­ჟი­ნე­ბით მი­დის, რომ კი­დევ ერთხელ გა­სინ­ჯოს კი­დევ და­რე­ტი­ან­დე­ბა თუ არა.

ძა­ლი­ან მძი­მე ამ­ბა­ვი მოჰ­ყვე­ბა ამას და არ ჩა­ივ­ლის მარ­ტი­ვად. რა­ტომ აკე­თე­ბენ ამას ცა­რი­ელ ად­გილ­ზე, რა­ტომ ქმნი­ან ასეთ სა­ბე­დის­წე­რო ამ­ბავს? ამ ამ­ბავს კარ­გი არა­ფე­რი მოჰ­ყვე­ბა.

ეს კა­ნო­ნი ში­ნა­არ­სი­თა და სუ­ლის­კვე­თე­ბით არის რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი. არა­ნა­ი­რი "ფარა" და არა­ნა­ი­რი უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის კა­ნო­ნე­ბი არა­ფერ შუ­ა­შია",- აღ­ნიშ­ნა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექტს პარ­ლა­მენ­ტში კვლავ და­ა­ი­ნი­ცი­რებს.

ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×