რეზონანსი
03.04.2024

შუახევში, სოფელ ნენიის ხიდთან ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მოკლული 33 წლის ქალია.

არსებული ინფორმაციით, ქალი ქმარმა ბათუმიდან მოტყუებით შუახევში წაიყვანა და მდინარის სანაპიროზე მოკლა. ახალგაზრდა ქალს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. 

მკვლელობის შემდეგ, თვითდაზიანებები მიიყენა თავად ბრალდებულმაც, 41 წლის კაცი ახლა კლინიკაშია გადაყვანილი. საზარელ მკვლელობას შუახევში თვითმხილველები არ ჰყავს, პოლიციას კი ამბავი ბრალეულის ძმამ შეატყობინა, როდესაც ცოლის მკვლელობის შემდეგ კაცმა დაურეკა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×