რეზონანსი
03.04.2024

„ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზად არის, ევროპული რეფორმებისკენ საქართველოს გზის საბოტაჟი მოახდინოს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მირიამ ლექსმანმა განაცხადა.

„ქართულმა ოცნებამ“ ყველანაირად სცადა, რომ თავისი ქმედებების შემოწმებისგან თავი დაეცვა, მაგრამ სიმართლეს ვერ უარყოფენ. „ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზად არის, ევროპული რეფორმებისკენ საქართველოს გზის საბოტაჟი მოახდინოს“, - წერს მირიამ ლექსმანი X-ზე.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×