რეზონანსი
04.04.2024

სოციალურ ქსელში, თბილისის მერიის ოფიციალურ გვერდზე, ყველაზე მეტი კომენტარი და პროტესტი ისევ სატრანსპორტო პოლიტიკას, ორმაგ სტანდარტს ბასლაინებთან დაკავშირებით, უკონტროლო მშენებლობებს, სიდუხჭირეს აპროტესტებს, თუმცა გახშირდა პროტესტი "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მისამართით, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა მოსახლეობის პრობლემების იგნორირებით.

ერთ-ერთი მოქალაქე, წერს:

„მოგმართავთ ქალქის მერიას როგორც პასუხისმგებელ ორგანოს, მიიღეთ ზომები ქალაქის წყლის მომარაგების კომპანიის მისამართით, ერთი კვირაა თემქაზე 9 კვ 22 კორპუსის მიმდებარედ თვითონ დააზიანეს სასმელი წყლის მილი და მიატოვეს, ამოდის წყალი ბევრ ადგილას და იტბორება ზარს არ პასუხობენ, გთხოვთ დაგვეხმარო".

მოქალაქის წერილს ნაძალადევის გამგეობა პასუხობს, რომ დაუკავშირდა კომპანია GWP-ს და მოხდება რეაგირება. გამგეობა არ წერს, რა უპასუხა კომპანიამ ან რატომ დააზიანა მილი, ან რატომ არ დაიწყო მყისიერად აღდგენითი სამუშაოები, ან რატომ არ პასუხობენ მოქალაქეთა ზარებს. გამგეობა მოქალაქეს ტელეფონის ნომერს სთხოვს, თუმცა, გაუგებარია, რა საჭიროა მოქალაქის ტელეფონის ნომერი.

ცნობისთვის, მოქალაქემ "ჯივიპის" გვერდზეც გაავრცელა კომენტარი, თუმცა, მის კომენტარს სოციალურ ქსელში კომპანია არ გამოხმაურებია.

კიდევ ერთი მოქალაქე, რომლის სახლიც ერთხელ უკვე დატბორილა გზის გაუმართაობის გამო და ისევ დატბორვის საფრთხის ქვეშაა, წერს:

"გამარჯობათ! თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ. ადგილობრივ გამგეობაში მივედით თხოვნით, თუმცა უშედეგოდ. მუხიანის "დაჩებზე" ვცხოვრობთ.

შარშან დავიტბორეთ გზიდან შემოგვივარდა წყალი, ძლიერი წვიმის დროს ახლაც არის მსგავსი საშიროება თუ არ გაკეთდება ჩვენ სახლთან გზა. ძალიან გთხოვთ მოგვაქციეთ ყურადღება".

ალია

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×