რეზონანსი
04.04.2024

გუ­შინ შუ­ა­ხე­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბა მოხ­და. კაც­მა ცოლი სას­ტი­კად მოკ­ლა. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, მა­მა­კაც­მა ქალს ცივი ია­რა­ღით ყელი გა­მოჭ­რა, რის გა­მოც, ქალი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

ცო­ლის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ მა­მა­კაც­მა სხე­ულ­ზე თვით­და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ყე­ნა, რის გა­მოც, კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. მისი მდგო­მა­რე­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

მოკ­ლუ­ლი ქალი მე­ლა­ნო ქი­ზი­ნი­ძეა, ხოლო ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი რაულ დე­კა­ნა­ძე. მათ ორი შვი­ლი დარ­ჩათ, ერთ მე­ექ­ვსე კლა­სე­ლი, მე­ო­რე - მე­სა­მე კლა­სე­ლი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კაც­მა ცოლს ყელი ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე გა­მოჭ­რა და ხევ­ში გა­და­აგ­დო. 34 წლის მე­ლა­ნო ქი­ზი­ნა­ძე ქმარ­მა ტყე­ში მო­ტყუ­ე­ბით წა­იყ­ვა­ნა და უკაც­რი­ელ ად­გილ­ზე სას­ტი­კად გა­უს­წორ­და.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით ქმარს ცო­ლის მკვლე­ლო­ბა წი­ნას­წარ ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი. რაულ დე­კა­ნა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში ცოტა ხნის წინ დაბ­რუნ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი "ტვ პირ­ველს" ეუბ­ნე­ბი­ან, რომ ის გერ­მა­ნი­ა­ში გემ­ზე მუ­შა­ობ­და.

"ახლა ჩა­მო­ვი­და გერ­მა­ნი­ი­დან. მა­ნამ­დე კონ­ფლიქ­ტი თუ ჰქონ­და, ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცით. ორი შვი­ლი დარ­ჩათ. ამ­ბო­ბენ, რომ ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე მოკ­ლაო" - ჰყვე­ბი­ან ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

ირ­კვე­ვა, რომ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ დე­კა­ნა­ძემ ძმას და­უ­რე­კა და და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ შე­ა­ტყო­ბი­ნა, ხოლო ძმამ მომ­ხდა­რი პო­ლი­ცი­ას აც­ნო­ბა. ბრალ­დე­ბულ მა­მა­კაცს 16-დან 20-წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×