რეზონანსი
04.04.2024

უცხოური აგენტების შესახებ ქართული პროექტის რუსეთთან დაკავშირების მცდელობები აბსურდულია, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, პირველი ქვეყანა, რომელმაც უცხოურ აგენტებთან ბრძოლის სისტემა მოიფიქრა, ამერიკის შეერთებული შტატები იყო.

„ჩვენ მსგავსი გეგმების შესახებ ოპოზიციის საკმაოდ მკვეთრ რეაქციას ვხედავთ. მაგრამ, ალბათ, მათ მისი რუსეთის პროექტად მიჩნევის მცდელობის აბსურდულობა უნდა ავუხსნათ. ფაქტია, რომ პირველი ქვეყანა, რომელმაც უცხოურ აგენტებთან ბრძოლის სისტემა მოიფიქრა, ამერიკის შეერთებული შტატები იყო და ახლა მათ თითქმის ყველა ქვეყანა ებრძვის, მათ ვინც უცხო სახელმწიფოს აგენტია, ფულს იღებს ან უცხო სახელმწიფოების გავლენის ქვეშ იმყოფება", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოში სტაბილური ვითარების შენარჩუნებით არის დაინტერესებული.

„საქართველო ჩვენი მეზობელია. ჩვენს ინტერესებშია ის, რომ საქართველოში სტაბილური და პროგნოზირებადი ვითარება იყოს", - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პროექტი პარლამენტში გუშინ ხელახლა დააინიცირეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×