რეზონანსი
04.04.2024

თავისთავად, ის ფაქტი, რომ რადიკალური ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობს საზოგადოების სხვადასხვა წევრი, მათ შორის, სპორტსმენები ჩართოს იმ ყალბ კამპანიაში, რაც კანონპროექტთან დაკავშირებით შექმნეს, ცალსახად მიუღებელი და სამარცხვინოა, - ამის შესახებ მედიასთან პარტია „ხალხის ძალის" პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალები ცდილობენ სპორტსმენების შეცდომაში შეყვანასა და თავიანთი მიზნებისთვის გამოყენებას.

„როგორ ბედავენ რადიკალები, რომ სპორტსმენებს მიმართავენ? ეს შეურაცხმყოფელია. ბიჭებმა უნდა დაინახონ, რომ ვიღაცეები ამ სამარცხვინო, ყალბ კამპანიაში მათ ჩართვას ცდილობენ მხოლოდ იმიტომ, რომ არ სურთ მათი დაფინანსებები გამჭვირვალე გახდეს", - განაცხადა ყაველაშვილმა.

სოციალურ ქსელში ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები აჟღერებენ მოწოდებას იმის შესახებ, რომ სპორტსმენებმა გამჭვირვალობის შესახებ კანონი უნდა დაგმონ და პროტესტს შეუერთდნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×