რეზონანსი
13.04.2024

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმამ თორნიკე მოლაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება შეაფასა:

„ყველაფერს აკეთებს სალომე ზურაბიშვილი, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია შეიქმნას. ამ პოლიციელების, ვისაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ვინც დაზიანებები მიიღო, მათ უფლებებს ვინმე იცავს? რა პასუხი უნდა გასცეს სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელებს?

ახალგაზრდის გამოშვების წინააღმდეგი არავინაა. აქ საუბარია იმაზე, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს სალომე ზურაბიშვილი დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით. სააკაშვილსაც მომავალში აუცილებლად შეიწყალებს. ალბათ, ეს საარჩევნოდ იქნება. ყველაფერს გააკეთებს ეს ქალბატონი, რომ წინასაარჩევნოდ დაძაბოს სიტუაცია საქართველოში“, - აღნიშნა მოლაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მიღებული აქვს, თუმცა, დოკუმენტზე ჯერ ხელი არ მოუწერია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×