რეზონანსი
13.04.2024

„მსოფლიო ბანკის" მონაცემებით, 2012 წლიდან დღემდე 3,5-ჯერ არის შემცირებული უკიდურესი სიღარიბე საქართველოში - ახლა ილაპარაკონ ფასებზე, სიღარიბეზე და ეკონომიკაზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„არ უნდა აგვერიოს: სიღარიბის მაჩვენებელი იყო 30% და ჩამოვიდა 15%-მდე. ახლა რა კვლევაც გამოქვეყნდა, ეს არის უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი, რომელიც 3%-ს ჩამოსცდა და ეს არის უდიდესი პროგრესი. ანუ, ახლა კანონზე რომ ვეკითხებით და ფასებზე რომ ლაპარაკობენ, ამ ხალხს ჰკითხეთ, როგორ მოხდა, რომ 2004 წელს უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი იყო უკეთესი, ვიდრე 2004-2012 წლებში.

„მსოფლიო ბანკის" მონაცემებით, 2012 წლიდან დღემდე 3,5-ჯერ არის შემცირებული უკიდურესი სიღარიბე საქართველოში და მათ რომ არ გავეჯიბროთ, 2017 წელთან შედარებით შემცირებულია ორჯერ. ახლა ილაპარაკონ ფასებზე, სიღარიბეზე, ეკონომიკაზე", - აღნიშნა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×