რეზონანსი
18.04.2024

გამოდით დამენახეთ! ვისთვისაც ალეკო ელისაშვილის მხრიდან მამუკა მდინარაძეზე ხელის გარტყმა გმირობაა და ალეკო ელისაშვილის დაკავების დროს გამსკდარი ტუჩი შურისძიებაა?! - წერს „ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ ყველა, ვინც ასე ფიქრობს, ალეკო ელისაშვილის მსგავსი მშიშარაა და ორმაგი სტანდარტი აქვს სამშობლოსთან და ადამიანობასთან მიმართებაში.

„გამოდით დამენახეთ! ვისთვისაც ალეკო ელისაშვილის მხრიდან მამუკა მდინარაძეზე ხელის გარტყმა გმირობაა და ალეკო ელისაშვილის დაკავების დროს გამსკდარი ტუჩი შურისძიებაა?! ყველაფერში ორმაგი სტანდარტი გაქვთ! სამშობლოსთან მიმართებაშიც, კაცობასა და ადამიანობაშიც, ყველაფერში!

ყველანი, ვინც ასე ფიქრობთ, ალეკო ელისაშვილის მსგავსი მშიშარა და მხდალები ხართ! ფულით დაკრულზე ცეკვავთ! ფასეული არაფერი გაგაჩნიათ!" - წერს მეგრელიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×