რეზონანსი
18.04.2024

მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, რომ ძალიან ფხიზლად იყოს და ყურადღებით დააკვირდეს იმ ჯგუფებს, ვინც აქციაზე იწვევს და შემდეგ კონკრეტული დაპირისპირებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „დღის ქრონიკაში" განაცხადა.

„ხედავთ, როგორ ოსტატურად ხდება სიტუაციის ესკალაცია. გუშინ ვნახეთ, რამდენიმე პოლიტიკოსი როგორ დადიოდა პარტიზანულად და როგორ ძაბავდნენ სიტუაციას. ეს ის ხალხია, რომლებმაც გასულ წელს, პროტესტის დროს, ახალგაზრდები დატოვეს და თვითონ გაიპარნენ და ისევ ჩვენ მივიღეთ პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება. დღეს ბევრად მეტი მოქალაქეა ინფორმირებული. მინდა მოქალაქეებს ვთხოვო - ყურადღებით იყვნენ და ფხიზლად დააკვირდნენ ამ ჯგუფებს. პირდაპირ იყო მცდელობები, რომ ძალადობაში ჩაერთოთ ახალგაზრდები", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×