რეზონანსი
19.04.2024

17 აპ­რილს, ვა­კე­ში, ტა­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე სრო­ლის ხმა ის­მო­და. ორ­მხრი­ვი სრო­ლის შე­დე­გად და­იჭ­რა 3 ადა­მი­ა­ნი დაჭ­რეს. და­ნა­შა­უ­ლი ტა­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე მოხ­და. ვა­კე­ში, ტა­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე დაჭ­რი­ლი 3 პი­რი­დან, ორის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. ისი­ნი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

დაჭ­რი­ლე­ბი არი­ან სერ­გი ქურ­თი­აშ­ვი­ლი, გი­ორ­გი რუ­ხა­ძე და კახა გაბ­რი­ე­ლაშ­ვი­ლი. თვითმხილ­ვე­ლებ­ის ცნობით, რუ­ხა­ძეს ცე­ცხლი ქურ­თი­აშ­ვილ­მა გა­უხ­სნა, რის შემ­დე­გაც, სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლი რუ­ხა­ძის დაც­ვამ გახ­სნა. შე­დე­გად სერ­გი ქურ­თი­აშ­ვილს ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბა თა­ვის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

"17 რი­ცხვში სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის მეშ­ვე­ო­ბით მოყ­ვა­ნი­ლი იქნა სამი კაცი, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით. სა­მი­ვე მათ­განს ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცია, ამ­ჟა­მად ჩვენს კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლო­ბას გა­ნაგ­რძობს 2 პა­ცი­ენ­ტი. ორი­ვე იმ­ყო­ფე­ბა რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. ორი­ვეს მდგო­მა­რე­ო­ბა არის მძი­მე. მე­სა­მე პა­ცი­ენ­ტი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მო­თხოვ­ნით, გა­და­იყ­ვა­ნეს სხვა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში", - ამ­ბობს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას­თან ექი­მი.

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი რუ­ხა­ძე ძმებ კა­კუ­ლი­ე­ბის დე­ი­დაშ­ვი­ლია, ხოლო ქურ­თი­აშ­ვი­ლი მათი საქ­მის ერთ-ერთი ფი­გუ­რან­ტი.

ტა­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვა ძმე­ბი კა­კუ­ლი­ე­ბის ახლო ნა­თე­სავს, გი­ორ­გი რუ­ხა­ძე­სა და სერ­გი ქურ­თი­აშ­ვილს შო­რის მოხ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქურ­თი­აშ­ვილ­მა ჩა­საფ­რე­ბა მო­უ­წყო რუ­ხა­ძეს და მას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნა ჭრი­ლო­ბე­ბი.

სრო­ლის დროს ქურ­თი­აშ­ვი­ლი­სა და რუ­ხა­ძის გარ­და, და­იჭ­რა რუ­ხა­ძის დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლიც.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ძმებ გუგა და და­ვით კა­კუ­ლი­ებს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ერთი წლის წინ 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

ძმებ კა­კუ­ლი­ებს 2022 წელს,არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე სერ­გი ქურ­თი­აშ­ვი­ლის ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის ჯგუ­ფუ­რად, მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნას, შე­ნახ­ვას, ტა­რე­ბას, ასე­ვე, სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თას ედა­ვე­ბოდ­ნენ. მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მათ არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე სერ­გი ქურ­თი­აშ­ვი­ლის ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბა სხე­უ­ლის გან­ზრახ მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბით გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დათ.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აცხა­დებ­და, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ასე­ვე ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბა ძმებ კა­კუ­ლი­ე­ბის მიერ სხვა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ფაქ­ტებ­თან, მათ შო­რის, ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×