რეზონანსი
19.04.2024

„ძალიან ვწუხვარ ბატონი ალეკოს საკითხზე, თუმცა იმის თაობაზე, თუ რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას," - ეს განცხადება პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარებულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა „მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, გამოძიების დასრულების შემდეგ მზად არის ისევ მივიდეს პარლამენტში და დეპუტატების კითხვებს გასცეს პასუხი.

„ალეკოს შემთხვევაზე მინდა ორი სიტყვით ვთქვა - ძალიან ვწუხვარ, ძალიან ცუდია, რომ ეს მოხდა, თუმცა გამოძიება დაწყებულია. მე არ მინდა შეფასებები გავაკეთო, რომ მერე მიკერძოებაში არ ჩამითვალოთ, რომ თქვენ ასე თქვით და ზეწოლას ახდენთ სასამართლოზეო, გამოძიებაზეო და ა.შ.

დაველოდოთ, კამერებში ნათლად ჩანდა, თუ რა ხდებოდა რეალურად, გადაღებულია თითქმის მთელი პროცესი. ვინ ძალადობდა, ვინ დაიწყო, ვინ არ დაიწყო... მე არ ვამბობ, რომ ყველა ძალადობდა, მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებიც შედიოდნენ კონფლიქტში პოლიციასთან, შეურაცხყოფას აყენებდნენ. ძალიან ვწუხვარ, ბატონი ალეკოს საკითხზე, თუმცა იმის თაობაზე, თუ რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას. მერე ვისაუბროთ, შეგიძლიათ დამიბაროთ კიდევ ერთხელ", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ. გომელაური პარლამენტში ოპოზიციის მოთხოვნით, ინტერპელაციის წესით იმყოფება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×